ბრიტანელმა კინო რეჟისორმა მაიკ ლეიმ ისრაელში მოგზაურობა გადაიფიქრა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ყველა არაებრაელ ემიგრანტს ავალდებულებს ერთგულება დაუმტკიცოს ებრაულ დემოკრატიულ სახელმწიფოს.
ლეიმ განაცხადა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტის პროგრამაში იერუსალიმში.
მრავალი ჯილდოს მფლობელი მაიკ ლეი, რომელიც თავად გახლავთ ებრაელი, აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ისრაელის პოლიტიკას პალესტინელების მიმართ.