რუსეთი უკამაყოფილოა შეერთებული შტატების მიერ, მასობრივი მოსპობის იარაღის შემცირების ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტების ჩვეულებრივ შეიარაღებაში გამოყენებას ცდილობს. მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია რომ ამ შეიარაღების კვლავ ატომური ბომბებს მატარებელ იარაღად გადაკეთება არ მოხდება.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს გარემოება "სტარტის" სახელით ცნობილ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, რომელიც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებას ისახავს მიზნად.