ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულია "მოსადის" აგენტი


დაზვერვის თანამშრომლის სახელია ური ბროდსკი

პოლონელმა სამართალდამცავებმა ისრაელის დაზვერვის სამსახურის - „მოსადის„ აგენტი დააკავეს.ის დუბაიში პალესტინელი სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დაზვერვის თანამშრომლის სახელია ური ბროდსკი. როგორც გაირკვა, ის ივნისის დასაწყისში პოლონეთში ჩასვლისას დააპატიმრეს.

ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა დუბაიში ა.წ. იანვარში მოხდა. დუბაის პოლიციის განცხადებით, ოპერაციაში რამდენიმე პროფესიონალი მკვლელი იყო ჩართული. მათ ევროპაში დამზადებული ყალბი პასპორტები გააჩნდათ. გაერთიანებულმა საემიროებმა მომხდარში თავიდანვე ისრაელის დაზვერვა დაადანაშაულა, თუმცა თელ-ავივი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

XS
SM
MD
LG