ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანის ახალი დოკუმენტი


ვატიკანის სამუშაო დოკუმენტი რომში ოქტომბერში განიხილება.

რომის პაპის ბენედიქტე მეთექვსმეტეს სამდღიანი ვიზიტი კვიპროსზე დაასრულს მიუახლოვდა.

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მან საკვირაო მესა აღავლინა, სადაც განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და სისხლისღვრის შესაჩერებლად სასწრაფო საერთაშორისო ჩარევაა საჭირო. მან აქვე ხაზი გაუსვა იმასAC, რომ ლოცვებს აღავლენს ყველა ქრისტიანისთვის , რომელიც ახლო აღმოსავლეთში დისკრიმინაციას განიცდის საკუთარი სარწმუნოების გამო.

ვატიკანმა კვირას გამოსცა დოკუმენტი , სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტანების მძიმე მდგომარეობის იგნორირებას ახდენს.

აგრეთვე ხაზი გასმულია იმ ფაქტზეც, რომ ისრაელ -პალესტინის კონფლიქტის, ერაყში ომისა და ლიბანში არასატაბილური პოლIტიკური სიტუაციის გამო, ათასობით ადამიანმა დატოვა რეგიონი.

ვატიკანის სამუშაო დოკუმენტი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო, რომში ოქტომბერში განიხილება, სადაც სინოდის 253 მღვდელმთავარი შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG