ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ყუთის ჩანაწერები


ჩანაწერებში ისმის პილოტების ყვირილი და გინება, როცა ბოლო წუთებში თვითმფრინავი ხეს დაეჯახა.

რუსეთში აპრილში ჩამოვარდნილი პოლონეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავის პილოტის კაბინაში საუბრის ჩანაწერებში ისმის პილოტების ყვირილი და გინება, როცა ბოლო წუთებში თვითმფრინავი ხეს დაეჯახა.

დასავლეთ რუსეთში კატასტროფის ადგილას ნაპოვნ შავ ყუთში ჩაწერილი საუბრების მიხედვით, 10 აპრილს რუსმა დისპეტჩერებმა შეატყობინეს პოლონელ პილოტებს, რომ სმოლენსკში ნისლის გამო დასაჯდომი პირობები ცუდი იყო.

საუბრების ჩანაწერებში აგრეთვე ჩანს, რომ დისპეტჩერებმა პოლონელები კატასტროფამდე 16 წუთით ადრე გააფრთხილეს. როგორც ცნობილია კატასტროფის შედეგად დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ქვეყნის მაღალჩინოსანი სამხედროები და პოლიტიკური ფიგურები.

ჩანაწერებში აგრეთვე ასახა ისიც, რომ კატასტროფამდე ორი წუთით ადრე ჩაირთო თვითმფრინავის ავტომატური გამაფრთხილებელი სისტემა, მაგრამ გაურკვეველია თუ რატომ უგულვებელყვეს პილოტებმა გამაფრთხილებელი სიგნალები.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40-გვერდიანი ჩანაწერი დღეს გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG