ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ანტიფას“ პროტესტი „ხიმკის“ დასახლებაში


რუსეთში მოსკოვის მახლობლად ასობით აქტივისტმა უჩვეულო და აგრესიული ფორმით მწვავე პროტესტი გამოხატა ხელისუფლების მიერ ტყის მასივის განადგურების გეგმის გამო, რაც საავტობობილო ტრასის მშენებლობას უკავშირდება. ოთხშაბათს დემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობა ნიღბებში იყო, ხიმკის დასახლებაში ადმინისტრაციული შენობის წინ პროტესტი ბოთლების და ქვების სროლით გამოხატეს. სააგენტო „იტარტასის“ ცნობით, თავდაპირველად დემონსტრაცია რადიკალურმა ჯგუფმა „ანტიფამ“ გამართა, რასაც შემდეგ 500-მდე მხარდამჭერი შეუერთდა. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG