ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში კონფლიქტი არ ცხრება


ლიბიაში კონფლიქტი არ ცხრება
ლიბიაში კონფლიქტი არ ცხრება

ლიბიაზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის წევრები დღეს კატარში იკრიბებიან.

ამ ფონზე საფრანგეთი და ბრიტანეთი ნატოს მოუწოდებენ უფრო ინტენსიური გახადონ დარტყმები ლიბიის სამთავრობო ძალებზე. როგორც მეამბოხეთა დროებითი ეროვნული საბჭო აცხადებს იგი კატარს გააგზავნის თავის დელეგაციას. კატარს აგრეთვე მიფრინავს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დასავლეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ ლიბიის ოპოზიციას. ლიბიაზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის კონსულტანტად გამოვა ლიბიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა, რომელიც ბრიტანეთში გაიქცა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან იუპემ განაცხადა, რომ ნატო საკმარის ძალისხმევას არ მიმართავს, რათა შეაჩეროს კადაფის ძალები. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტში აშშ-ს სრული ჩართვა თუ ვერ მოხერხდა ნატო ვერ შესძლებს კადაფის ძალების დროულად შეჩერებას. აშშ-მ განაცხადა, რომ მას არანაირი გეგმა არ გააჩნია ამ ოპერაციაში ჩართვისა და რომ ნატოს ამის თაობაზე მისთვის არაფერი უთხოვია.

XS
SM
MD
LG