ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრენანი ბინ ლადენზე განცხადებას აკეთებს


ბრენანი ბინ ლადენზე განცხადებას აკეთებს
ბრენანი ბინ ლადენზე განცხადებას აკეთებს

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა განაცხადა ამერიკელ სამხედროები ბინ ლადენს ცოცხლად შეიპრობდნენ ამის შესაძლებლობა რომ მისცემოდათ.

ოპერაცია მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. სპეც-დანიშნულების ამერიკულმა ძალებმა ისლამაბადიდან 56 კილომეტრში აბო-ტაბადში გვიან ღამით შვეულმფრენებიდან მოახდინეს გადასხმა შენობათა იმ კომპექსში, სადაც მათ ოსამა ბინ ლადენი ეგულებოდათ. როგორც ბრენანმა აღნიშნა ბინ ლადენი ამტყდარი სროლის დროს დაიღუპა. მისივე თქმით რეიდს ამერიკელი მაღალჩინოსნები თეთრი სახლიდან ადევნებდნენ თვალყურს. ბრენანმა აღნიშნა, რომ ამერიკელები ასი პროცენტით არ იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ ბინ ლადენი იქ იმყოფებოდა. ბრენანის თქმით ბინ ლადენის დაღუპვა მნიშვნელოვან სტრატეგიულ დარტყმას წარმოადგენს ალყაიდაზე. როგორც ამ ოფიციალურმა პირმა განაცხადა აშშ-მ პაკისტანის მთავრობას წინასწარ არაფერი აცნობა ამ ოპერაციის შემდეგ და მათთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი ოპერაციის ჩატარება, რაც ამერიკულმა სამხედრო შვეულმფრენებმა დატოოვეს პაკისტანის საჰაერო სივრცე.

XS
SM
MD
LG