ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საგზაო შემთხვევას 34 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთში საგზაო შემთხვევას 34 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში საგზაო შემთხვევას 34 ადამიანი ემსხვერპლა

რამდენიმესაათიან შეტაკებაში 9 ადამიანი, მათ შორის ნატოს ჯარიკაციც, დაიღუპა.

ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მომხდარ საგზაო კატასტროფაში, ყველაზე ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს დილით სამხრეთ ავღანეთის მთიან გზაზე ავტობუსის გადაყირავებისას 24 ადამიანი დაშავდა.

გუშინ დასავლეთ ავღანეთში სამხედრო საბარგო მანქანა ააფეთქეს. 2 ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაიჭრა ჰერატში მომხდარი აფეთქების შედეგად.

იმავე დღეს თვითმკვლელი ტერორისტები ქალაქ ქაბულში მდებარე დიდი ბრიტანეთის კულტურულ ცენტრს დაესხნენ თავს. რამდენიმესაათიან შეტაკებაში 9 ადამიანი, მათ შორის ნატოს ჯარიკაციც, დაიღუპა.

თავდასხმაზე, რომელიც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 92-ე წლისთავზე მოხდა, პასუხისმგებლობა ავღანმა თალიბებმა აიღეს.

XS
SM
MD
LG