შეერთებულ შტატებში საწვავზე ფასის მომატება მძღოლების გაღიზიანებას და ეკონომისტების შეშფოთებას იწვევს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი საწვავთან დაკავშირებულ საკითხებს არკვევდა.
გასულ თვეს ბენზინის ფასმა ოცი პროცენტით მოიმატა, რაც მძღოლების ჯიბეს მძიმე ტვირთად დააწვა.
ბენზინგსამართი სადგურების მფლობელები ამ გადაწყვეტილებას ემხრობიან. მათ შორის არის ხუან დიაზი: „ხალხი მუდამ უკმაყოფილოა.ეს ფული ჩვენს ეკონომიკაში შედის.“
ზოგი ფასების მომატებას ირანის კრიზისს უკავშირებს, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ერთერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მართალია, ამერიკაში ნავთობის წარმოების ტემპებმა მოიმატა, თუმცა ამერიკის შესაძლებლობა ნავთობიდან ბენზინის წარმოებაში ჯერ ისევ დაბალია. რესპუბლიკელები ამ ყველაფერში პრეზიდენტ ობამას ადანაშაულებენ რომელმაც ახალ ჭაბურღილებზე უარი თქვა და ასევე არ დათანხმდა კანადიდან ნავთოსადენის გაყვანას.მიჩ მაკკონელი სენატის უმცირესობის ლიდერია:
„ჩვენ მივაღწიეთ ზღვარს როდესაც ბენზინის ფასი 100 პროცენტით გაიზარდა ობამას პრეზიდენტობის დროს. ამერიკა ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა. დადგა დრო რომ ჩვენი რესურსების ათვისება დავიწყოთ.“
პრეზიდენტი კი ოპონენტებს საარჩევნო პერიოდში პოპულიზმში ადანაშაულებს. ამავდროულად ის აგრძელებს ალტერნატიულ ენერგორესურსებზე საუბარს:
„ჩვენ გვჭირდება მყარი, ძლიერი სტრატეგია რომელიც განავითარებს ამერიკულ ენერგო წყაროებს: ნავთს, გაზს, ქარს, მზეს, ბირთვულ ენერგიას, ბიოსაწვავებს და ა.შ. ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიების განვითარება, რაც მოგვცემს ნაკლები საწვავის მოხმარების საშუალებას.“
ამ ყველაფრის მიუხედავად რეალობა მაინც არასაიმედოა - ბენზინზე ფასმა შესაძლოა ზაფხულში კიდევ მოიმატოს.