დღეს ამერიკის სამხრეთში მდებარე ლუიზიანას შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი დაიწყო, რომელშიც რიკ სანტორუმი ლიდერობს და ამ ეტაპზე, რესპუბლიკელი ამომრჩევლის ფავორიტ მიტ რომნის ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობით უსწრებს.
რომნიმ უკანასკნელ პრაიმერიში, რომელიც ილინოისის შტატში გაიმართა, სანტორუმს დიდი განსხვავებით მოუგო. მას ამჟამად 550 დელეგატის ხმა აქვს, სანტორუმს კი 250. რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად 1144 დელეგატის ხმა არის საჭირო.
დანარჩენ ორ კანდიდატს, ნიუტ გინგრიჩსა და რონ პოლს ჯამში იმაზე ნაკლები ხმა აქვთ, რაც სანტორუმს.