ახალ საგადასახადო კოდექსზე კომენტარს ჩვენი რესპონდენტი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ირაკლი კოვზანაძე აკეთებს. მისი თქმით:
-„ ბოლო დეკადის განმავლობაში ეს გახლავთ მეორე საგადასახადო კოდექსი ასეთი ერთიანი ფორმით, რომელსაც ქართული სახელმწიფო ღებულობს. 2011 წლიდან საქართველოში აღარ იქნება საადასახადო კოდექსი ცალკე და საბაჟო კოდექსი ცალკე. ეს იქნება ერთიანი ფორმით - საბაჟო კოდექსი იქნება ინტეგრირებული საგადასახადო კოდექსთან. სიახლეებს რაც შეეხება აქ არის რამოდენიმე პუნქტი. უპირველესყოვლისა ეს არის სტატუსი მიკრობიზნესის. ეს არის ის გადამხდელები, რომელთა ბრუნვაც არის 30 000-მდე წლის განმავლობაში. ამ კატეგორიის ადამიანებს აღარ ექნებათ ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ასევე არ ექნებათ ვალდებულება გამოიყენონ საკონტროლო სალარო აპარატები. ასევე არის სტატუსი და განმარტება მცირე ბიზნესის სტრუქტურის. ეს ისეთი ფიზიკური პირები არიან და მათ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი გააჩნია, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 000-ს ლარამდეა. ასეთი ტიპის ფიზიკური პირები დაიბეგრებიან 3-5 პროცენტამდე. ასევე არის სიახლე, რომ შემოღებული მცნება საგადასახადო ომბუცმენის, რომელიც გადამხდელთა უფლებებს დაიცავს“.