გეითსმა აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა აშშ-სა და რუსეთს შორის, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლაში. როგორც მან თქვა ტერორიზმი და მასობრივი მოსპობის იარაღის გავრცელება ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელიც დღეს რუსეთსა და აშშ-ს ემუქრება. მან მაღალი შეფასება მისცა რუსეთის მხარდაჭერას ავღანეთში მიმდიანრე ომისადმი და აღნიშნა, რომ რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვა საერთაშორისო მისიებშიც. გეითსმა ერთი დღით გადასდო რუსეთში ჩასვლა, რადგანაც უნდა დაწყებულიყო საბრძოლო ოპერაცია ლიბიაში. როგორც სჩანს იგი ლიბიის საკითხს განიხილავს რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და რიუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვთან.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა სანკტ-პეტერბურგში კუზნეცოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1