დღეს რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის 150 კარდინალს ხვდება.
შეხვედრაზე რომის კათოლიკური ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ, რომელთა შორის უმთავრესია ამ ეკლესიის მღვდლების მიერ არასრულწლოვანთა გახრწნის, პედოფილიის და სექსუალური ჩაგვრის სკანდალური შემთხვევები.