ისრაელის და ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მხარის ოფიციალური პირები შეტაკების ინსპირირებაში ერთმანეთს ადანაშულებენ. ლიბანელების განცხადებით, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ლიბანის საზღვარი გადაკვეთეს. თელავივის მტკიცებით კი ლიბანის მხრიდან ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ჯარისკაცები საზღვართან ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. დაშავებულთა შესახებ არცერთი მხარე არ იუწყება. ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი ვაზანის რაიონში მოხდა, რის შემდეგაც სამშვიდობო ძალები ამოქმედდნენ და ინციდენტის ესკალაცია არ დაუშვეს. გაეროს სამშვიდობო პერსონალი ლიბანში 1978 წლიდან იმყოფება.
პოპულარული
1