ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსულში კვლავ ბრძოლებია


მოსულში კვლავ ბრძოლებია
მოსულში კვლავ ბრძოლებია

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, 7 ჯარისკაცი დაიღუპა ალ-ყაიდას მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად ქალაქ მოსულის ჩრდილოეთ რაიონში.

ჯარისკაცების ავტობუსზე დღეს დილით მიიტანეს იერიში. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

მოსული ერაყის სიდიდით მესამე ქალაქია, რომელიც წარსულში ალ-ყაიდას ერთ-ერთი დასაყრდენი იყო.

მოსულში დღემდე მიმდინარეობს ბრძოლები ერაყის მთავრობის მომხრეებსა და პარტიზანებს შორის.

XS
SM
MD
LG