ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში გამოსვლები გრძელდება


ტუნისში გამოსვლები გრძელდება
ტუნისში გამოსვლები გრძელდება

ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა გაქცევით უშველა თავს.

ტუნისში გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები. ასობით დემონსტრანტი დამხობილი პრეზიდენტის მომხრეების ხელისუფლებსგან ჩამოშორებას მოითხოვს.

ტუნისელები ქვეყნის ყოფილი მმართველი პარტიის წევრების წინააღმდეგ გამოდიან. ორშაბათს ტუნისის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღანოუჩიმ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა, რომელშიც თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა შეინარჩუნეეს თავიანთი თანამდებობა. თავის პოსტზე დარჩა ასევე ტუნისის ფინანსთა მინისტრი. ოპოზიციის ლიდერებს კი მთვარობაში უმნიშვნელო თანამდებობები შესთავაზეს, რამაც კოალიციური მთავრობიდან მათი გასვლა გამოიწვია.

ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა გაქცევით უშველა თავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, რაც უმუშევრობით და სურსათზე მაღალი ფასებით იყო გამოწვეული.

XS
SM
MD
LG