ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეული რაკეტების საიდუმლო


კორეული რაკეტების საიდუმლო
კორეული რაკეტების საიდუმლო

ჩრდილოეთ კორეისგან ირანისათვის BM-25, ტიპის იგივე „მუსდანის“ რაკეტების გადაცემა, დასავლეთში განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა.

ჩრდილოეთ კორეისგან ირანისათვის BM-25, ტიპის იგივე „მუსდანის“ რაკეტების გადაცემა დასავლეთში განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რაში სჭირდება ირანს ეს არსენალი. თეირანისთვის გადაცემული რაკეტების რაოდენობა 19 ერთეულია. ლონდონში მოქმედი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ელმანი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ამ რაკეტების შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა:

„BM-25 ტიპის რაკეტები გასულ თვეს ფხენიანში გამართული აღლუმის დროს ვიხილეთ, რამაც სულ მცირე ინფორმაცია მოგვცა მათ შესახებ, თუმცა ამ რაკეტების გამოცდა ჯერ არ ჩატარებულა “ - აცხადებს ელმანი.

BM-25-ის შესახებ ანალიტიკოსებში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ზოგი ეჭვობს, რომ ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა აღლუმზე მხოლოდ მაკეტი გამოეტანა და არა რეალური რაკეტა. BM-25-ის შესახებ პირველი პუბლიკაცია „ევიეიეშენ ვიკმა“ დაბეჭდა.

დევიდ ფულგამი ამ ჟურნალის სამხედრო საკითხების რედაქტორია. მან BM-25-ის შესახებ სტატია 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის ერთერთი ქვეყნის მთავრობამ მიაწოდა:

„მე ამის შესახებ, პირველად ისრაელის მხარისგან ექვსი თვის წინ შევიტყვე და მათ თქვეს, რომ ირანს ამ რაკეტების სრული კომპლექტი გადაეცა,“ - ამბობს ფულგამი.

მისი თქმით, BM-25-ის მოქმედების პროექტირებული რადიუსი, 3-დან 4 ათასამდე კილომეტრია. ის მოძრავი გამოშვებით გადაადგილდება. დასავლეთში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ამ რაკეტებმა შესაძლოა ევროპის ქვეყნებს და ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

თუმცა ფულგამი ფიქრობს, რომ ირანს ეს რაკეტები უფრო მეტად სამეცნიერო მიზებისთვის ჭირდება, ვიდრე აქტიურ შეიარაღებაში დასაყენებლად:

„მე ვფიქრობ ეს სატესტო პროგრამის ნაწილია. მათ სურთ ისეთი რაკეტის შექმნა, რომელსაც რეალური საფრთხის შექმნა შეუძლია და ასევე ამ რაკეტებით გადაზიდვის დიდი შესაძლებლობა ექნება. მათ BM-25-ი ახალი სარაკეტო კორპუსის შესაქმნელად ჭირდებათ " - ამბობს ფულგამი.

მაიკლ ელმანი კი ფიქრობს, რომ ირანს ეს რაკეტები თავისი კოსმოსური პროგრამისთვის ჭირდება და არა სტრატეგიული მიზნებისთვის. წლების განმავლობაში ირანი სამხედრო და კოსმოსური პროგრამების განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს სწორედ ჩრდილოეთ კორეიდან იღებდა. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანს უკვე გააჩნია საკუთარი ტექნოლოგიები.

დევიდ ფულგამის აზრით, ირანს ამისთვის უკვე საკმარისი ფულიც აქვს და თავისუფლებაც და ირანი ამ სფეროში ჩრდილოეთ კორეაზე გაცილებით წინაა, რადგან ფხენიანი მეტწილად მაინც ჩინეთზეა დამოკიდებული.

თუმცა, ამ რაკეტების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებად რჩება, ვიდრე მათ არ გამოცდიან. ამ შემთხვევაში კი, რაც არ უნდა გაასაიდუმლოონ ეს გამოცდა, მის შესახებ ინფორმაცია მაინც გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG