სხვადსახვა ქვეყნების მეხანძრეები ეხმარებიან ისრაელის ხელისუფლებას ძლიერი ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც საპორტო ქალაქ ხაიფას მახლობლად მძვინვარებს.
ხანძარმა უკვე შეიწირა 41 ადამიანის სიცოცხლე. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა.
ევროპული ქვეყნების თვითმფრინავები და შვეულმფრენები ზღვის წყალს იყენებენ ტყეებში გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად. თუმცა ხანძართან გამკლავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ისრაელს დახმარება შესთავაზეს აზერბიჯანის, ხორვატიის, ეგვიპტის, საფრანგეთის, იორდანიის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და შეერთებული შტატების მთავრობებმა. ხანძარი 4000 ჰექტარზეა მოდებული.