ამერიკელი სამხედრო ოფიცერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა თურქეთის ხელისუფლებას მის ტერიტორიაზე ერაყიდან არასამხედრო დანიშნულების ტვირთების გატარება სთხოვა.
მანამდე შეერთებული შტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თვამჯდომარემ ადმირალმა მაიკლ მალენმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გეგმავს თურქეთის გავლით ერაყიდან იარაღის ტრანსპორტირებას.
აღსანიშნავია რომ ნატოს წევრმა თურქეთმა 2003 წელს შეერთებულ შტატებს არ მისცა უფლება ერაყში შეჭრისთვის თურქეთის ტერიტორია გამოეყენებინა.