ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარაკეშის აფეთქება ტერაქტად შეფასდა


მარაკეშის აფეთქება ტერაქტად შეფასდა
მარაკეშის აფეთქება ტერაქტად შეფასდა

მაროკოს მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად ქალაქ მარაკეშის ხალხმრავალ მოედანზე მომხდარი აფეთქების მიღმა ტერორუსტები დგანან.

მთავრობის რწმუნებულის ხალიდ ნასირის განცხადებით ნაადრევია იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რომელმა ტერორისტულმა ჯგუფმა მოაწყო აფეთქება, რომელსაც 15 ადამიანი შეეწირა. დაღუპულებიდან 10 უცხოელი იყო. ზოგი ოფიციალური პირი და თვითმხილველი აცხადებს, რომ შესაძლებელია აფეთქება კამიკაძე ტერორისტმა მოაწყო. მაროკოს მეფემ განკარგულება გასცა უმოკლეს დროში ჩაატარონ გამოძიება.

XS
SM
MD
LG