ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი გმობს ვიკილიქსს


ჰილარი კლინტონი გმობს ვიკილიქსს
ჰილარი კლინტონი გმობს ვიკილიქსს

აშშ- მ დაჰგმო ვიკილიქსის მიერ ამერიკული დიპლომატიური კორპუსის მიმოწერის 250 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება. აშშ-ა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამ მასალების გამოქვეყნება ფაქტობრივად წარმოადგენს დარტყმას აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე. მისივე თქმით ოფიციალური ვაშინგტონი ამჟამად განსაზღვრულ ზომებს ატარებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ ისინი, ვინც მოიპარა ეს ინფორმაცია. საყოველთაოდ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ როგორც ამ დოკუმენტებიდან გამოსჭვივის ვაშინგტონი ამერიკელი დოპლომატებისაგან მოითხოვდა გაეროს ოფიციალურ პირთა პირად ინფორმაციას, მაგალითად როგორიცაა საკრედიტო ბარათების ნომრები და ასე შემდეგ. თეთრი სახლის რწმუნებულის რობერტ გიბსის შეფასებით, ვინც ეს ინფორმაცია მოიპოვა დამნაშავეა. აშშ-ს იუსტიციი მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ ამ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის გამოძიება.

XS
SM
MD
LG