ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში ჯავახეთზე


კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში ჯავახეთზე
კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში ჯავახეთზე

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა ჯავახეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე დასკვნა გამოაქვეყნა და ხელისუფლებას რეკომენდაციებიც მისცა.

დოკუმენტში წერია, რომ სომხებით დასახლებული და თურქეთის საზღვართან მდებარე ჯავახეთის რეგიონი პოტენციური დესტაბილიზაციის კერას წარმოადგენდა 1991 წლიდან მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და რაც რეგიონს ნახევრად გასამხედროებული ჯგუფები მართავდნენ, როდესაც რეგიონის კავშირი ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებთან ძალზედ სუსტი იყო. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ჯავახეთს ბევრი განიხალავდა იმ რეგიონად, რომელიც ასევე პრეტენზიას განაცხადებდა ავტონომიაზე. ამის საფუძველს კი დოკუმენტის ავტორთა აზრით, ჯავახეთში 2005-2006 წლებში გამართული დემონსტრაციები იძლეოდა. თუმცა, თბილისმა წარმატებით განახორციელა ის პროგრამები რითაც რეგიონის კავშირები დანარჩენ ქვეყანასთან გაძლიერდა. ასევე შეჩერდა ის პროექტები რომელიც დისკრიმინაციას უწყობდა ხელს და შემცირდა რადიკალური ჯგუფების გავლენა რეგიონზე. თუმცა, ამის მიუხედავად კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი თვლის, რომ უნდა გაგრძელდეს ის ღონისძიებები, რაც რეგიონში მცხოვრები 95 ათასი სომეხი ეროვნების ადამიანთა ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

კრიზისების ჯგუფის აზრით, რეგიონიდან მიგრაციის ერთერთი მთავარი საფუძველი ქართული ენის არცოდნა და სიღარიბეა. მიგრაცია კი ძირითადად ერევანში და რუსეთში ხორციელდება. კრიზისების ჯგუფი თვლის, რომ ჯავახეთის ბევრი მცხოვრები თავს სრულფასოვან მოქალაქედ ვერ აღიქვამს, და ამდენად ამჯობინებენ, რომ მეზობელ სომხეთში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი არ წარმოადგენს სასწრაფო საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თბილისმა აუცილებლად უნდა განაგრძოს ამ რეგიონზე ფოკუსირება და გააძლიეროს ნდობის მშენებლობა ადგილობრივ ლიდერებთან. ამდენად რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კრიზისების ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:

- საზოგადოების უზრუნველყოფა ადვილად აღსაქმელი ინფორმაციით სომხურ ენაზე;

- განათლებული და მოტივირებული ადგილობრივი მოხელეთათვის შესაძლებლობის მიცემა, მათთვის ტრენინგების ჩატარება და ასევე ადგილზე ღია თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნა.

- საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ამისთვის ხანგრძლივი ვადით საბიუჯეტო რესურების გამოყოფა.

- ეროვნული უმცირესობების ენის და საგანანმათლებლო პრაქტიკის სახელმწიფო კანონმდებლობაში შეტანა.

- უფრო მეტი კერძო ინვისტიციებისთვის ხელშეწყობა;

- ნაციონალური არხებით გადაცემული პროგრამების, თოქშოუების თარგმანი ადგილობრივი ტელევიზიებისთვის. ასევე ნაციონალურმა არხებმა უნდა გამოასწორონ ჯავახეთის რეგიონში მაუწყებლობა.

XS
SM
MD
LG