ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში

ამერიკაში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 26 მაისს სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე ვაშინგტონში ეგებებოდა. საღამოს ამერიკელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. მათ შორის იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. მან ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების წარმატებას გაუსვა ხაზი. გორდონმა აღნიშნა, რომ “ამერიკა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს''.

საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას ვაშინგტონში არსებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები დაესწრნენ. შესრულდა საქართველოს ჰიმნი და ქართული სიმღერის მოყვარულმა, ინგლისურად მოლაპარაკეთა გუნდმა “ნიავმა “ რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულა.

XS
SM
MD
LG