ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ობამას საგარეო პოლიტიკას აფასებს


კლინტონი ობამას საგარეო პოლიტიკას აფასებს
კლინტონი ობამას საგარეო პოლიტიკას აფასებს

გავლენიან საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლის მთავარი თემები იყო ახლო აღმოსავლეთი, რუსეთი, ირანი და რელიგიური თავისუფლება.

გავლენიან ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოღვაწეობა შეაფასა. ირანი, ახლო აღმოსავლეთი, რუსეთი, რელიგიური თანასწორობა- საკითხები რომლებსაც ამ მოხსენებაშ ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არც ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მმართველობის ხანა დაივიწყა და არსებული პრობლემების ნაწილი სწორედ მისი მემკვიდრეობის გადმონაშთად შეაფასა.

ისრაელ-პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობა--ამერიკის მთავარმა დიპლომატმა წარმატებებად შეაფასა. თუმცა აღიარა, რომ მიუხედავად ამერიკის გლობალური ლიდერობისა, შეერთებული შტატების გავლენას ჯორჯ ბუშის პრეზიდნეტობის დროიდან შემორჩენილი პრობლემები, მათ შორის ერაყისა და ავღანეთის ომები და ეკონომიკური სიტუაცია ასუსტებდა.

კლინტონი: „ყოფილი პრეზიდენტის დროიდან მემკვიდრეობით მიღებული პრობლემები ჩვენს ახლანდელ უნარზე ახდენს გავლენას, რათა ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ეს პრობლემები სწორედ იქ გვიქმნის სირთულეს, სადაც მათი არსებობა სრულიად გაუმართლებელია.“

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ვაშინგტონის ძლიერი მოკავშირეები გაერთიანდნენ რამაც თეირანზე მაშტაბური სანქციების დაწესება მოიტანა შედეგად. კლინტონის თქმინთ, თეირანი ამ სანქციების გავლენას, განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკაზე სულ უფრო მეტად გრძნობს და რომ მდგომარეობიდან გამოსავალი იმედია მალე მოინახება.

კლინტონი: „ნატო თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ალიანსია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ნატოში, ისევე როგორც ალიანსის ახალ წევრებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევრფოპიდან, იქმნება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც არამხოლოდ ტრადიციული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება, არამედ ახალი ტიპის საფრთხეებთან გასამკლავებლად შეგვძენს ძალას, ისეთებთან როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება და ბირთვული იარაღის გავრცელება.“

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე და ამ პოლიტიკის შედეგებზეც ისაუბრა, აღნიშნა რა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გარეშე რუსეთთან, შეუძლებელია ბირთვული საფრთხის ან ნებისმიერი სხვა გლობალური პრობლემის გადაჭრა. კლინტონის განცხადებით, პრეზიდენტმა ობამამ ურთიერთობები მოსკოვთან არამხოლოდ ორმხრივ პატივისცემაზე ააგო, არამედ ორმხრივ მოვალეობაზე და ვალდებულებებზე.

რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განხილული იყო საქართვლოს საკითხიც, როცა ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორედ ის საკითხია სადაც ვაშინგტონი და მოსკოვი ვერ თანხმდებიან. თუმცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას რაც შეეხება, ამერიკა ამაზე უკან არ დაიხევს და ყოველთვის აიმაღლებს ხმას, რათა თავისი პოზიცია დაიცვას. ამერიკა ყველაფერს გააკეთებს რომ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, ძალაუფლების კონცენტრაციასთან ერთად, მოუწოდოს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს შექმნილ სიტუაციას. თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ძლიერი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება მომავლის შენება.

სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში რუსეთის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს და ერთგვარ მიღწევებს არ ეთანხმება ვაშინგტონში არსებული ჰერითიჯის ფონდის ექსპერტი თედ ბრომანდი, რომელიც ამბობს, რომ ძნელია ილაპარაკო ირანის საკითხში რუსეთთან მიღწეულ თანამშრომლობაზე.

„სახელმწიფო მდივანი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეფექტური მრავალეროვნული თანამშრომლობის შედეგად ახასიათებს. ასევე დადებით შეფასებას აძლევს რუსეთთან გადატვირთულ პოლიტიკას. თუმცა ძნელია რუსეთის რაიმე კონსტრუქციულ მონაწილეობაზე ვისაუბროთ, რამეთუ სწორედ მოსკოვია ის მხარე, რომელიც თეირანს ბირთვულ საწვავს აწვდის რეაქტორისთვის, რომელიც უკვე ამოქმედდა, და სწორედ რუსეთია ის ქვეყანა რომელიც ირანს უახლეს საჰაერო-სათავდაცვო რაკეტებით ამარაგებს.“ აცხადებს ექსპერტი

და ბოლოს, კლინტონმა აღნიშნა რომ ამერიკა ყოველთვის შეეცდება ირანის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვას, ქვეყანაში სადაც სამხედრო დიქტატურა რელიგიურ-იდეოლოგიური სარჩულით ინიღბება.

ახლა კი როცა ამერიკული სასულიერო ორგანიზცია ყურანის სამარცხვინო განადგურებით იმუქრება, კლინტონს სჯერა, რომ ამერიკელები როგორც წარმატებული ქვეყანა და სამაგალითო ერი ისე უნდა იქნას აღქმული მსოფლიოში და არა როგორც ამ სამარცხვინო ფაქტის ორგანიზატორი სახელმწიფო.

XS
SM
MD
LG