იაპონელი სპეციალსტების მიერ სპეციალური ქიმიური პოლიმერის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ფუკუშიმა დაიჩის ელექტროსადგურის შენობის ერთ-ერთ ადგილას აღმოაჩინეს ნახვრეტი, საიდანაც ხდება გაჟონვა. მანამდე ადგილი ჰქონდა წარუმატებელ მცდელობას ბეტონით ამოევსოთ ხვრელი. როგორც ექსპერტები აცხადებენ ამჯერად მათ გამოიყენეს თხევადი პლასტიკი, რომელიც გამოყენების შემდეგ ზომაში 50-ჯერ მატულობს.
იაპონელი სპეციალისტები სპეციალურ ქიმიურ პოლიმერს იყენებენ, რათა შეწყდეს ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციით დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1