შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რამაც ჩრდილოეთ კორეის შეშფოთება გამოიწვია. ფხენიანი „საღმრთო ომით“ დაიმუქრა, რომელიც ბირთვულ შეკავებას“ დაეფუძნება. სამხედრო წვრთნები სახელად „უძლეველი სული“იაპონიის ზღვაში მიმდინარეობს და ოთხშაბათამდე გაგრძელდება. წვრთნებში 8 ათასი ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედრო მონაწილეობს. მანევრებში ასევე ჩართულია 20 სამხედრო გემი, მათ შორის ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“. წვრთნებში ამოქმედებულია 200 თვითმფრინავი, მათ შორის „ეფ-22“ ტიპის ულტრათანამედროვე ავიაგამანდგურებელი და ბომბდამშენი.
პოპულარული
1