ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ დაასრულა საბრძოლო ოპერაციები ერაყში


ამერიკამ დაასრულა საბრძოლო ოპერაციები ერაყში
ამერიკამ დაასრულა საბრძოლო ოპერაციები ერაყში

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად გამოაცხადა ერაყში ამერიკული სამხედრო ძალების მიერ საბრძოლო ოპერაციების დასრულება. როგორც მან განაცხადა დადგა წინსვლის დრო ახლა, როდესაც ერაყის მთავრობამ ამერიკისგან გადაიბარა ქვეყნის უშიშროების სადავეები. მის განცხადებაში მან პატივი მიაგო აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში მომსახურეებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 2003 წლის მარტში ამერიკული ძალები ერაყში შეიჭრნენ 4400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პრეზიდენტმა ობამამ ერაყის ლიდერებს მოუწოდა არ დააყოვნონ წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნა. დღეისათვის დაახლოებით 50 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება ერაყის ტერიტორიაზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული რაოდენობა ამერიკელი სამხედროებისა ერაყში დარჩება, რათა შემწეობა გაუწიონ ერაყის უშიშროების ძალებს და დაიცვან ამერიკელი სამოქალაქო პირები. ყველა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მომავალი წლის მიწურულისათვის დატოვებს ერაყს.

XS
SM
MD
LG