რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის ოპოზიციისა და დემონსტრაციების წაქეზებაში ადანაშაულებს.
პუტინმა დღეს აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებამ ოპოზიციას "სიგნალი მისცა".
ქალბატონმა კლინტონმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის დუმის არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და რომ შედეგები "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს."