ლონდონში 40 სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ლიბიის ოპოზიურ ძალებთან ლიბიაში პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რომლითაც განხორციელდა სამხედრო ოპერაციები ლიბიაში, არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ ლიბიაში რეჟიმი უნდა შეიცვალოს, არა ერთი სახელმწიფო უკვე ეთანხმება იმ აზრს, რომ კადაფიმ თავისი მოქმედებით დაჰკარგა იმის უფლება, რომ ლიბიას უნდა ედგას სათავეში და უნდა გადადგეს.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დეივიდ ქემრონმა განაცხადა, რომ კადაფის მთავრობამ თავისი მოქმედებით უკვე დაარღვია გაეროს რეზოლუცია. მან ამის დასადასტურებლად მოიყვანა ინფორმაცია ქალაქ მისრატადან, სადაც კადაფის ძალები დღესაც იყენებენ სნაიპერებს, რათა დახოცონ საკუთარი მოქალაქეები. მისივე თქმით ქალაქს გადაუჭრეს ელექტროენერგია, სასმელი წყალი და სურსათ-სანოვაგის მიწოდება, რათა ამით აიძულონ მეამბოხეები დაჰყარონ იარაღი.
ლონდონში 40 სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრაზე თანხმობა იქნა მიღწეული იმის თაობაზე, რომ ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი უნდა გადადგეს.
პოპულარული
1