დღეს ლისაბონში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ავღანეთის საკითხს განიხილავენ. მოსალოდნელია, რომ ნატოს წევრი სახლმწიფოს ლიდერები დაამტკიცებენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი წლიდან ავღანეთის უშიშროების სადავეების ავღანეთის მთავრობისადმი გადაცემას. ეს გარდამავალი პერიოდი 2014 წელს დასრულდება. ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრას დღეს ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაი ესწრება.
პოპულარული
1