ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი "გუგლთან" ლიცენზიას აგრძელებს


ჩინეთი "გუგლთან" ლიცენზიას აგრძელებს
ჩინეთი "გუგლთან" ლიცენზიას აგრძელებს

მარტში გუგლმა ჩინელი მომხმარებლები ჰონ-კონგის ვებ გვერდზე ავტომატურად გადაიყვანა.

დღეს ჩინეთმა ინტერნეტ საძიებო კომპანია "გუგლს" ლიცენზია გაუგრძელა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს სინხუას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განცხადება ლიცენზიის გაგრძელების შესახებ, მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრების მიერ გაკეთდა.

თავის მხრივ, ლიცენზიის გაგრძელებაზე განცხადება თავად ამერიკულმა კომპანიამ "გუგლმა" ჯერ კიდევ პარასკევს გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მარტში "გუგლმა" ჩინელი მომხმარებლები ჰონ-კონგის ვებ გვერდზე ავტომატურად გადაიყვანა, რათა თავიდან აეცილებინა, ჩინეთის მთავრობის მხრიდან ვებ გვერდის ცენზურა.

XS
SM
MD
LG