ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი გაცვლა "ცივი ომის" შემდეგ


ვენის აეროპორტში გვერდიგვერდ ამერიკისა და რუსეთის თვითმფრინავები დასხდნენ და ჯაშუშები გაცვალეს.

ცივის ომის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პირველად შედგა მსგავსი მასშტაბის ჯაშუშთა გაცვლის ფაქტი. პარასკევს ავსტრიაში, ვენის აეროპორტში ერთად დაეშვნენ ამერიკისა და რუსეთის თვითმფრინავები და ჯაშუშები გაცვალეს.

შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა 10 რუსი ჯაშუში. ამის სანაცვლოდ რუსეთმა შეერთებულ შტატებს გადასცა რუსი ეროვნების ოთხი დასავლეთის ჯაშუში, ერთერთი მათგანია იგორ სუტიაგინი, ექპერტი შეიარაღების დარგში, რომელიც ბრალდებას უარყოფს.

შეერთებულმა შტატებმა დეპორტაცია მოახდინა 10 ჯაშუშის, აქედან 9 რუსი წარმოშობისაა და ერთი პერუში დაბადებული ამერიკელი მოქალაქეა. მეთერთმეტე ჯაშუში გაქრა მას შემდეგ, რაც კვიპროსში თავდებით გაათავისუფლეს. რამდენიმე ჯაშუშს ჰყავს ოჯახი და შვილები .

ჯაშუშები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ინფორმაცია შეერთებული შტატების ბირთვულ იარაღზე და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.

ანდრეი კოზტუნოვი, მოსკოვში ახალი ევრაზიის ფონდის წარმომადგენელი ამმბობს, რომ ჯაშუშების გაცვლა ისეთი მშვიდი ვითარებაში ჩატარდა, რომ აშკარად არცერთ მხარეს არ სურს ომის გაჩაღება.

რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ხოტბა შეასხა ამერიკის მთავრობას და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

ერთერთი ჯაშუშთაგანი ანა ჩეპმანი, რომელიც ნიუ იორკის ცხოვრობდა, განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მისი მიმზიდველი შეხედულების გამო. ჩეპმანის ადვოკატი რობერტ ბაუმი ამბობს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ გადაუცია რუსეთის მთავრობისთვის და სანაცვლოს არანარი თანხა არ მიუღია:

"ანა ჩეპმანს ბრალად ედება რუსეთის ოფიციალურ პირებთან პორტატული კომპიუტერის საშუალებით საუბარი. თუმცა საუბრის შინაარსი უცნობია."

პერუში დაბადებულია ვიკი პელეაზი, ნიუ იორკში ესპანურენოვანი გაზეთის ჟურნალისტია. მისი ადვოკატი ამბობს,რომ პელეაზმა არ იცოდა, რომ მისი მეუღლე ხუან ლაზარო რუსული წარმოშობისაა და ნამდვილი სახელი მიხეილ ვესენკოვია.

ჯაშუშები ოთხ შტატში დააკავეს, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში, მასაჩუსეტსა და ვირჯინიაში. იუსტიციის დეპარტამენტმა მათი დაკავების შესახებ განცხადება ოთხი დღის შემდეგ გააკეთა. ამას კი წინ უძღოდა ეგრეთწოდებული ჰამბურგერის თათბირი. კერძოდ კი შეხვედრა, როცა პრეზიდენტ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შორის მოლაპარაკება ჰამბურგერის რესტორანში მოხდა.

რუსი ჯაშუშები შეერთებულ შტატებში ვეღარასდროს დაბრუნდებიან სპეციალური უფლების გარეშე.

ამის ფონზე, ფლორიდაში 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი ტრეტიაკოვი. იგი 2000 წელს გაიქცა ამერიკაში. ტრეტიაკოვი საკუთარ ბინაში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. იგი 53 წლის იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი არ გაუმჟღავნებიათ.

XS
SM
MD
LG