ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ ამერიკელები საქართველოში დემოკრატიას?


როგორ აფასებენ ამერიკელები საქართველოში დემოკრატიას?
როგორ აფასებენ ამერიკელები საქართველოში დემოკრატიას?

"ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიური კვლევის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში დემოკრატიულობის მაჩვენებელი ქულა, 2008 წლის შედეგების ანალოგიურია.

"ფრიდომ ჰაუსის" მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ორგანიზაციის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელ სემ პატენს ინტერვიუ ჩამოართვა.

  1. - როგორია თქვენი მოხსენების მომზადების მეთოდოლოგია?

-ჩვენი კვლევა ევრაზიის ქვეყნების დეტალურ შესწავლას გულისხმობს. თითოეულ ქვეყნას 5 სხვადასხვა კრიტერიუმით განვიხილავთ, პირველ რიგში დამოუკიდებლობის ხარისხი, პოლიტიკური კონკურენცია, სამოქალაქო საზოგადოება, კორუფცია და რა თქმა უნდა,მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი. სისტემა ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია. არსებობს 1 დან 7 ქულამდე შეფასების შკალა, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 7 კი დაბალი. საქართველოს მაჩვენებელი 2009 წელს 2008 წლის ანალოგიური რჩება.

  1. - 2009 წლის ანგარიშში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ საქართველო რეფორმების გატარებას განაგრძობს, მაგრამ თუკი ციფრებს დავაკვირდებით, ვნახავთ რომ მონაცემები იგივეა რაც 1999-2000 წლებში იყო, როდესაც კორუფციის მხრივ ქვეყანაში ყველაზე ცუდი სიტუაცია ფიქსირდებოდა, როგორ ახსნით ამას?

-ვფიქრობ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004-2005 წლებში მართლაც გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, პოსტრევოლუციური საქართველოს დონეზე დარჩენა ცუდი არ არის, ეს გაუარესებას არ ნიშნავს, მითუმეტეს რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ქვეყანაა რეფორმების გატარების, კორუფციის დამარცხების და სხვა ბევრი ნიშნით. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალეობა” საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს მეტი გამჭვირვალეობისკენ მოუწოდებენ.მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ 1999-2000 წლებთან შედარებით, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

  1. - მოხსენებაში საქართველო და უკრაინა დახასიათებულები არიან, როგორც “გარდამავალი ფიბრიდული სისტემის” მქონე ქვეყნები, რას ნიშნავს ეს განმარტება?

-"გარდამავალი ჰიბრიდული სისტემა” რომ ევრაზიისა და პოსტსაბჭოთა რეგიონის ქყევნების კონტექსტში მოვათავსოთ, ვნახავთ, რომ ბევრი ქვეყანა ავტორიტარულია და ამ განმარტებას არ ექვემდებარება. მაგალითად, ცენტრალური აზიის არც ერთი სახელმწიფო თავისუფალი არ არის, ასე რომ ამ განმარტებაში მხოლოდ 2 ქვეყანა მოხვდა. ჩვენ ამ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვხედავთ. მას შემდეგ, რაც ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ეწვია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, არაერთი პირობა მისცა. ჩვენ ვაკვირდებით მიცემული პირობების შესრულებას და შემდგომ მოხსენებაში აუცილებლად გავითვალისწინებთ.

-ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ,ნათქვამია,რომ საქართველოში მაინც დგას ელიტარული კორუფციის პრობლემა.რა წყაროებით სარგებლობთ?

-ჩვენ ერთსა და იმავე ფაქტებს განვიხილავთ, კურსი იგივე გვაქვს. მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით და ვიცით, რომ ბოლო 5-6 წლის მანძილზე პოლიციელისგან ქუჩაში ქრთამის აღება შემცირდა, სახელმწიფო დეპარტამენტი კი კორუფციას სახელმწიფო დონეზე სწავლობს,.ჩვენი კვლევის სფერო კი ის არის, თუ როგორ გავლენას ახდენს კორუფცია საზოგადოებაზე.

-დიდი მადლობა,ველით თქვენს შემდგომ ანგარიშს.

XS
SM
MD
LG