ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული ქარიშხალი ალექსი ტეხასისაკენ მიიწევს


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტეხასის იმ კუთხეებში, საითაც ტროპიკული შტორმი ალექსი მიიწევს. საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ სააგენტოს საკმარისი დრო ეძლევა იმისათვის, რომ კოორდინირება მოუხდინოს სამაშველო ძალისხმევას. ამ ფონზე აშშ-ს სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ მექსიკის ყურეში წყლების ნავთობისაგან გაწმენდი ოპერაცია დროებითაა შეჩერებული მოახლოებული ქარიშხალის მიერ წარმოქმნისლი ღვის ღელვის გამო. როგორც ქარიშხალზე დაკვირვების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა ქარიშხალ ალექსის ქარი საათში 120 კილომეტრს აღწევს. მან უკვე მექსიკის ყურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. სინოპტიკოსების თანახმად დღეს ან ხვალ დილით ქარიშხალი ალექსი მექსიკა-ტეხასის სასაზღვრო რაიონს გაატყდება თავს.

XS
SM
MD
LG