ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი რვიანი“ და „დიდი ოცეული“


„დიდი რვიანი“ და „დიდი ოცეული“
„დიდი რვიანი“ და „დიდი ოცეული“

გლობალური ეკონომიკა, ირანი და ჩრდილოეთ კორეა

შაბათს მსოფლიოს რვა წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფოების ლიდერები „დიდი ოცეულის“ ჯგუფს შეუერთდნენ. „დიდი რვიანის“ ლიდერებმა შეხვედრაზე დაასკვნეს, რომ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ სახელმწიფოებს შეუძლიათ საერთო მიზნებზე კონსენსუსის მიღწევა, თუმცა ჯერჯერობით შეუთანხმებელი რჩება მიზნების მიღწევის საშუალებები.

როგორც ცნობილია, „დიდი ოცეული“ კანადის ქალაქ ტორონტოში შეიკრიბა. „დიდი ოცეულის“ სამიტში კი „დიდი რვიანის“ ლიდერებიც მონაწილეობენ. კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ინდუსტრიული ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა წარმატებული იყო.

„მე არასდროს მინახავს „დიდი რვიანი“ ასე ფუნდამენტურად გაერთიანებული ერთი მიზნის გარშემო, არასდროს მინახავს ამაზე უფრო გულახდილი მსჯელობა და მე ვფიქრობ, რომ „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ეს მიზნები განხორციელდება,“ - განაცხადა კანადის პრემიერმა.

შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიოს წამყვან ლიდერებს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად უფრო მეტი სამთავრობო დანახარჯების გაღებისკენ მოუწოდებს. იმ დროს, როდესაც იაპონიის და ევროპის ზოგიერთი ლიდერი დანახარჯების შემცირების და გადასახადების გაზრდის პოლიტიკას ემხრობიან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას საერთო მიზნები გააჩნია.

„როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყნებს შორის დიფერენცირებული მიდგომები არსებობს, ჩვენი განსხვავებული პოზიციების შესაბამისად, თუმცა ჩვენ ერთი საერთო მიმართულებით მივდივართ, რომელიც გრძელვალიან გათვლაში მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად, რასაც ხალხის დასაქმება უნდა მოყვეს,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

განსხვავებული მიდგომების მიუხედავად „დიდი რვიანის“ ლიდერები თანხმდებიან, რომ გლობალური ეკონომიკური გამოჯანსაღება მყიფედ მიმდინარეობს. და საბერძნეთში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ დიდი და პატარა ეკონომიკები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მიმომხილველი ჯონ ჰილსენრატი.

„საქმე არა მარტო ისეა, რომ როცა ამერიკა დააცემინებს, დანარჩენი მსოფლიოც გაცივდება.არამედ, როდესაც საბავშო ბაღში პატარა ბავშვი გაცივდება, რომელსაც შეგვიძლია საბერძნეთი დავარქვათ, ეს შესაძლოა მოზრდილსაც გადაედოს,“ - ამბობს ჰილსენრატი.

„დიდი რვიანის“ ლიდერებს მხოლოდ ეკონომიკაზე არ უმსჯელიათ. მათ საერთაშორისო ხედვაც დააფიქსირეს ჩრდილოეთ კორეის ქცევასთან დაკავშირებით და ერთობლივად დაგმეს ფხენიანის მიერ სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვა, ასევე მოუწოდეს ირანს, რომ შეაჩეროს ბირთვული პროგრამა.

„ირანის და ჩრდილოეთ კორეის მთავრობებმა გადაწყვიტეს მოიპოვონ იარაღი, რითაც დაემუქრებიან მეზობლებს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რასაც ისინი ხარჯავენ ამ იარაღზე ერთადერთი საფრთხე არ არის, რაც შეიძლება ამას მოყვეს, “ - განაცხადა კანადის პრემიერმა.

XS
SM
MD
LG