არაბებით დასახლებულ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელს დაგეგმილი აქვს ავტოსადგომისა და ტურისტული ცენტრის გახსნა, რისთვისაც პალესტინელთა 20 სახლის დანგრევას გეგმავს. აშშ აფრთხილებს ისრაელს, რომ ამ ფაქტმა შეიძლება გაართულოს ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ძალისხმევა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა სახ-დეპის რწმუნებულმა და აღნიშნა, რომ პალესტინელების სახლების დანგრევას შეიძლება ძალმომრეობა მოჰყვეს. იერუსალიმის ქალაქის საბჭომ უკვე დაამტკიცა ეს გეგმა.
პოპულარული
1