ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლადარჩეულმა საკრებულომ ფუნქციონირება დაიწყო


ახლადარჩეულმა საკრებულომ ფუნქციონირება დაიწყო
ახლადარჩეულმა საკრებულომ ფუნქციონირება დაიწყო

17 ივნისს თბილისის ახლადარჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა ჩაატარა.

ხუთშაბათს, 17 ივნისს თბილისის ახლადარჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა ჩაატარა. ახალ საკრებულოში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგად 39 მანდატი მოიპოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, დანარჩენი 11 მანდატი ერგო ოპოზიციის წარმომადგენლებს. თბილისის საკრებულოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ისევ ზაალ სამადაშვილი. მის მოადგილედ უმრავლესობის მხარდაჭერით დაინიშნა მამუკა ახვლედიანი. ჯერჯერობით ვაკანტურია ზაალ სამადაშვილის კიდევ ორი მოადგილის პოსტი, რომლებსაც გიგი უგულავას ინიციატივით ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებენ.

პირველივე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს კომისიების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და კომისიების პერსონალური შემადგენლობები.

"ჩვენ შევქმენით ფონი იმისთვის, რომ საკრებულომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სრულყოფილი მუშაობა და დაიწყოს თბილისელების პრობლემებზე ზრუნვა"- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა. პირველად თბილისის საკრებულოში ცალკე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახური, რომელიც წინა წლებში გაერთიანებული იყო იურიდიულ საკითხთა კომისიასთან. მას სევდია უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა. ახალ საკრებულოში სევდია უგრეხელიძე ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

ეკონომიკის კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ კოკი იონათამიშვილი აირჩია. რა საკითხით დაიწყებს საკრებულოს ეკონომიკური კომისია საქმიანობას ?! ამ კითხვაზე კოკი იონათამიშვილი პასუხობს, რომ კომისიის საქმიანობა 50 თანამოაზრესთან ერთად იმ იდეების განხორციელებით დაიწყება, რასაც არჩევნებზე ამომრჩევლებს დაპირდნენ..

თუ რამდენი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნება თბილისის საკრებულოში, ჯერჯერობით ეს ცნობილი არ არის. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 14 დეპუტატის ერთობა, საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად 4 დეპუტატის ერთობაა საკმარისი.

არჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართა ასევე არჩეულმა მერმა გიგი უგულავამ და თქვა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიის პრიორიტეტი თბილისელენბისთვის მიცემული დაპირების შესრულება იქნება.

XS
SM
MD
LG