ერაყის პოლიციის განცხადებით,დღეს ბაღდადის აბუ ღრაიბის რაიონში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო მოხელე და მისი ცოლშვილი გამოასალმეს სიცოცხლეს.
დღესვე ქალაქ ბაქუბაში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა.
ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად, ქალქ ფალუჯაში ალ-ყაიდამ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მებრძოლის მთელი ოჯახი ამოწყვიტა. ეს პიროვნება სუნიტური მილიციის წევრი იყო, რომელიც 2006-2007 წლის განმავლობაში ამერიკელeბის მხრადამხარ იბრძოდა ალ-ყაიდას წიააღმდეგ.