ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს


ირანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს
ირანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს

რუსეთმა ირანთან კონტრაქტი გაყინა

ირანი, მის წინააღმდეგ გუშინ დაწესებული გაეროს სანქციების მიუხედავად, ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ გაეროს ბირთვულ სააგენტოში ირანის ელჩმა ალი აშღარ სოლტანიმ განაცხადა. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან, 12-მა ხმა მისცა ირანისთვის სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესებას. რეზოლუციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ბრაზილიამ და თურქეთმა, ხოლო ლიბანმა თავი შეიკავა. რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მოსკოვმა უკვე გაყინა ირანთან დადებული კონტრაქტი „ეს-300“ ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდების თაობაზე.

XS
SM
MD
LG