ჩეჩნეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირების დროს პოლიციელებმა ორი მეამბოხე მოჰკლეს.
როგორც რამზან კადიროვის პრესსპიკერი აცხადებს, დღეს პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა , როდესაც მეამბოხეებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "იტარ ტასი" კი იუწყება, რომ მეამბოხეები უკვე დიდი ხნის განმავლობაში იძებნებოდნენ მათი კრიმინალური აქტივობის გამო.