ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონი ბერლინში ჩავიდა


გუშნ იგი პარიზში, ფრანგ ლიდერს ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი ბერლინში ჩავიდა კანცლერ ანგელა მერკელთან შესახვედრად. მოლაპარაკებები ევროპის დავალიანების საკითხებს ეხება.

ბატონი კამერონი პრემიერ მინისტრის რანგშრ უკვე მეორეჯერ მოგზაურობს უცხოეთში. გუშრნ იგი პარიზში, ფრანგ ლიდერს ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

ბრიტანულ-ფრანგული მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ევროპის ქვეყნებში ბიუჯეტის დეფიციტის საკითხები და ევროს სტაბილიზაციის მექანიზმები.

დიდი ბრიტანეთის ლიდერის საგარეო ტურნე ემთხვევა პერიოდს, როცა ევროპაში მიმდინარე დავალიანების პრობლემები გლობალურ ეკონომიკას უქმნის საფრთხეს.

გუშინ, მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე გაუარესებული მდგომარეობის შემდეგ, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა თინოთი გეითნერმა განაცხადა, რომ იგი მომავალ კვირას გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში იმოგზაურებს.

XS
SM
MD
LG