ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში საპარლამენტო არჩევნების შედეგები უცვლელია


პარლამენტში კოალიციებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა უცვლელი დარჩება.

ერაყის საარჩევნო კომისიის ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადში 7 მარტს გამართულ ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების გადათვლის შედეგად ერაყის პარლამენტში ადგილების განაწილება არ შეიცვლება.

ერაყის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ოფიციალური პირის საად ალ-რავის განცხადებით, პარლამენტში კოალიციებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა უცვლელი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის იად ალავის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა.

არჩევნების შედეგად ალავის საარჩევნო ბლოკმა პარლამენტში 91 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა პრემიერ მინისტრ ნური ალ-მალიკის საარჩევნო ბლოკი, რომელმაც 89 ადგილი მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ ბლოკს არ გააჩნია მთავრობის შექმნისთვის საჭირო ადგილების რაოდენობა.

ერაყის საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა პირებმა ბაღდადში საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების გადათვლა 3 მაისს დაიწყეს მალიკის სამართლიანობის ბლოკის მოთხოვნის შესაბამისად. მალიკის კოალიციის მაშინდელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ერაყში საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას ხუთ პროვინციაში, ბაღდადის ჩათვლით, მასიური დარღვევები იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით ბაღდადზე ქვეყნის 325-წევრიან პარლამენტში ადგილების თითქმის ერთი მეხუთედი მოდის.

XS
SM
MD
LG