ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ კონგში ვადამდელი არჩევნები გაიმართა


ხუთი ყოფილი კანონმდებელი იანვარში გადადგა.

ჰონგ კონგში ვადამდელი არჩევნები გაიმართა
ჰონგ კონგში ვადამდელი არჩევნები გაიმართა

დღეს ჰონგ კონგში ვადამდელი არჩევნები გაიმართა. ვადამდელი არჩევნების მთავარი მიზეზი იყო დემოკრატიული რეფორმების მომხრე ხუთი კანონმდებლის გადადგომა. ხსენებული კანონმდებლები გადადგნენ იმის გამო, რომ ისინი პეკინზე ზეწოლის მოხდენას წარუმატებლად ცდილობდნენ, ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში დემოკრატიული რეფორმების გატარების მიზნით.

ხუთი ყოფილი კანონმდებელი იანვარში გადადგა. ისინი პეკინის მომხრე კანდიდატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმი გახდებოდა.

მაგრამ ვადამდელი არჩევნების შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან პეკინის მომხრე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ჰონგ კონგის პოლიტიკური წყობის თავისებურება ის არის, რომ ჰონგ კონგის 60-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში ადგილების ნახევარი პირდაპირი არჩევნებით ივსება, ხოლო დანარჩენი ადგილების შევსებას პეკინის მომხრე ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები ახორციელებენ. დემოკრატიული რეფორმების მომხრეებს სურთ, რომ ჰონგ კონგის პარლამენტი მთლიანად პირდაპირი არჩევნებით შეივსოს.

XS
SM
MD
LG