ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასასრული


ჰამიდ კარზაი ამერიკაში ოთხ-დღიან ვიზიტს დღეს კენტუკის შტატში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სტუმრობით დაასრულებს.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამერიკაში ოთხ-დღიან ვიზიტს დღეს კენტუკის შტატში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სტუმრობით დაასრულებს.

ბატონი კარზაი პრეზიდენტ ობამას, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და კიდევ რამდენიმე მაღალ-ჩინოსანს შეხვდა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი შეთანხმება თალიბ მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია და დაკავების ცენტრების ავღანეთის პასუხისმგებლობაში გადატანა იყო.

ბატონი კარზაის განცხადებით:

"ჩვენ შემთანხმდით, რომ დაკავების ცენტრები ავღანეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაში მომავალი წლის იანვარში გადავა. ქაბულში დაბრუნებისთანავე, ჩვენ შევქმნით ჯგუფს, რომელიც გარდამავალი პერიოდის დეტალებს შეათანხმებს."

ავღანეთის პრეზიდენტი იმ ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც ავღანეთში დისლოცირებისთვის ემზადებიან. ვაშინგტონში ვიზიტის განმავლობაში ავღანეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა მადლიერება ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ ავღანეთის მხარდაჭერისა და დიდი მსხვერპლის გაღებისთვის. ბატონი კარზაი სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა და გუშინ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც მიაგო დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი.

XS
SM
MD
LG