ქართული სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პროფესორი, პოლიტოლოგი ვალერიან დოლიძე საუბრობს:
-" საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. ეს გასაგებიც არის, რადგანაც ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, რომლის წინაშეც დგას ძალიან ბევრი პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა, სხვადასხვა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. ასეთ პირობებში ჩვენი ხელისუფლებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობასიძენს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება. სწორედ ამიტომ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა და განმტკიცების კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი სწორედ ამ საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების გამოყენებას. ჩვენი შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას შეიძლება შევხედოთ ორი კუთხით. ერთის მხირვ პოლიტიკური ასპექტით, მეორეს მხრივ წმინდა სამხედრო და სახელმწიფო მშენებლობის ასპექტით და საზოგადოებრივი მშენებლობის ასპექტით. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მონაწილეობა და დაინტერესება საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თვალსაზრისით განსხვავდება იმ ინტერესებისა და ამოცანებისაგან, რომლებსაც ისახავენ უფრო დიდი ქვეყნები, რომლებიც ამაში იღებენ მონაწილეობას.
ეს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების საშუალებით ეხმარება სწორედ საშინაო ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტას. როდესაც დღეს მსოფლიოს მთელმა ქვეყნებმა შეამცირეს საკუთარი მონაწილეობა ავღანეთში, ჩვენმა ხელისუფლებამ გაზარდა ჩვენი მონაწილეობის დონე ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციებში და ამან კიდევ უფრო უნდა წარმოაჩინოს საქართველოს, როგორც ერთგული პარტნიორის იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა ამ მონაწილეობას აქვს სამხედრო მნიშვნელობაც. ეს ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში იღებენ მონაწილეობას ისინი განსაკუთრებით გაწვრთნილები არიან. მაგალითად მოვიყვან 32-ე ბატალიონს, რომელიც უნდა ჩაანაცვლოს 33-ე ბატალიონმა. იქ 742 ჯარისკაცია მომზადებული ამერიკის სამხედრო ქვეითი ჯარისკაცების მიერ და ისეთი პატარა შეიარაღებული ძალების კონტიგენტის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, თითოეულ მომზადებულ ჯარისკაცსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს არმიის დონის გაზრდისათვის.
ავღანეთში სამხედროებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში უხდებათ მონაწილეობის მიღება, ამიტომ ეს როტაციული წესი აუცილებელია, იმისათვის რომ მოხდეს როტაცია იმ დაღლილი ჯარისკაცებისა, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან მუდმივად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ 32-ე ბატალიონმა, რომელიც გამოყვანილია ავღანეთიდან ორი ჯარისაკაცი დაკარგა. მთლიანობაში 7 ქართველი ჯარისკაცია მოკლული. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ახალი ძალები იყოს შეყვანილი ავღანეთში,, რათა უფრო უკეთესად შეასრულონ დავალებები. აქ კიდევ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი: ავღანეთის ოპერაციებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა თვისებრივად უფრო მაღალ დონეზეა ასული. ამის საფუძველს ჩვენ გვაძელვს თვით მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების სარდლობის შეფასება ჩვენი ჯარისკაების საქმიანობისა. ის, რომ მონაწილეობა უკვე თვისებრივად ახალ დონეზე ავიდა მეტყველებს იმაზე, რომ ამა წლის თებერვალში საქართველომ ავღანეთის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინტრუქტორთა გაგზავნის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. არტილერია, რომელიც ერთ-ერთი ძალიან რთული სამხედრო სპეციალობაა, სწორედ ამ დარგის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას ავღანეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში."