ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ირანის საკითხზე ახალი ინიციატივით გამოდის


რუსეთი ირანის საკითხზე ახალი ინიციატივით გამოდის
რუსეთი ირანის საკითხზე ახალი ინიციატივით გამოდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების თანახმად საჭიროა ეტაპობრივი პროცესების დაწყება, რომლის ჩარჩოშიც ირანს მიეცემა იმის საშუალება, რომ მოაგვაროს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრობლემები და ამით შესაძლებელი შეიქმნას ეტაპობრივად შესუსტდეს თეირანისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციები.

ლავროვმა ეს განცხადება ვაშინგტონში ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც კლინტონმა განაცხადა აშშ მონდომებულია ორმაგი მიდგომა გამოიყენოს ირანისადმი, რომელშიც მოიაზრება ზეწოლა და კონსტუქციული დიალოგი.

XS
SM
MD
LG