ჰუს სამწლინახევრით პატიმრობა ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის 2008 წელს მიესაჯა. მისი დაპატიმრება წინ უძღვოდა პეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებას. ჰუ დააპატიმრეს ინტერნეტით ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გავრცელებისათვის.
ჩინეთში ადამიანის უფლებების ცნობილი აქტივისტის ჰუ ჯიას მეუღლემ ტვიტერით გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ჰუ დღეს ციხიდან გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე
პოპულარული
1