ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა


ეგვიპტეში არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა
ეგვიპტეში არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა

მეორე ტურში ისლამისტური პარტიები ლიდერობენ

ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, სადაც ორმა მთავარმა ისლამურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ორი მესამედის დაგროვება შეძლო. ამის შესახებ ეგვიპტის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აბდელ-მოიზ იბრაჰიმმა განაცხადა. მეორე ტური ეგვიპტის ცხრა რეგიონში ჩატარდა და მასში ამომრჩეველთა 65 პროცენტი მონაწილეობდა. "ისლამურმა საძმომ" ხმების 36, 3 პროცენტი მიიღო, ხოლო ულტრა-კონსერვატიულმა სალაფ ალ-ნურის პარტიამ 28,8 პროცენტი. მას შემდეგ რაც რევოლუციის შედეგად ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი დაემხო, ეს ქვეყანაში პირველი თავისუფალი არჩევნებია.

XS
SM
MD
LG