დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამერიკის ეროვნული ვალი კიდევ უფრო გაიზრდება თუ რესპუბლიკელი კანდიდატების მიერ შეთავაზებული საგადასახადო პოლიტიკა განხორციელდება. ოთხი რესპუბლიკელი კანდიდატიდან მხოლოდ ერთის ხედვა უახლოვდება დაბალანსებულ ეკონომიკური პოლიტიკას. დეტალებს მილ არსეგა არკვევდა.
თუკი, რომელიმე რესპუბლიკელ კანდიდატს ამჟამინდელი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე შევეკითხებით, პასუხი იქნება, რომ მან უფრო მეტი გააფუჭა ვიდრე გააკეთა.
„თითქმის ყველაფერი რაც მან გააკეთა, ჩვენს ეკონომიკას ძვირად დაუჯდა,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.
ასევე, ყველა დარწმუნებულია, რომ მას უკეთესად შეეძლო მუშაობა.
„მე მინდა შევქმნა პლაცდარმი, სადაც ღარიბების შეეძლებათ განათლების მიღება, სამუშაოს პოვნა და კარგი დასაქმება, ისე რომ ერთ დღეს საკუთარი კომპანიაც შექმნან,“ - ამ ინიციატივით წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი გამოვიდა.
ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ბილ ფრენზელი ორპარტიული საბიუჯეტო კვლევის კომიტეტის წევრია.
ის ამბობს, რომ რესპუბლიკელთა ოთხივე კანდიდატის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ ხედვას უფრო მეტი დახვეწა სჭირდება.
„რესპუბლიკელი კანდიდატების დაპირებები სულ ცოტა ათი წლის მანძილზე დაბალანსებული ბიუჯეტის საშუალებას არ იძლევა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლითაც კი,“ - ამბობს ფრენზელი.
თუკი, ამერიკის ეკონომიკაში არაფერი შეიცვლება, კომიტეტის გათვლებით დღევანდელი 15 ტრილიონი ვალი 2012 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 85 პროცენტს მიაღწევს. შედარებისთვის საბერძნეთის ვალი ფინანსური სესხის აღებამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 160 პროცენტს შეადგენდა.
ფედერალურ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი კომიტეტის თავმჯდომარის მაია მაკგინესის თქმით, გინგრიჩის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის ვალს კიდევ 7 ტრილიონით გაზრდის და მთლიანი შიდა პროდუქტის 114 პროცენტს მიაღწევს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიტ რომნის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის დავალიანებას კიდევ 250 მილიარდს დაუმატებს, ხოლო რიკ სანტორუმის შემთხვევაში, ეს ვალი კიდევ 4,5 ტრილიონით გაიზრდება. ყველაზე კარგი მაჩვენებელი კონგრესმენ რონ პოლის პროგრამას აქვს. კვლევაში ნათქვამია, რომ მის პროგრამის განხორციელება ქვეყნის დავალიანებას 2.2 ტრილიონით შეამცირებს.
ამერიკის ბიუჯეტის კვლევის კომიტეტი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელთა კანდიდატები მათ კვლევას გააპროტესტებენ. თუმცა, კომიტეტის ანალიტიკოსები გამჭვირვალე და სასარგებლო დიალოგს მხოლოდ მიესალმებიან,
ჯგუფი ასევე აპირებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკურ სტრატეგიას ცალკე სპეციალური კვლევა მიუძღვნას.